საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან, პენსიასთან ერთად, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით 180 ლარი მიეცემათ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა მარინე ლაგვილავამ უთხრა,წინასწარი ინფორმაციით, სამივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავშია დაჭრილი.
აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა დღეს 150 წლის იუბილეს, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მიხეილ ხუბუტიას ფინანსური მხარდაჭერით აღნიშნავს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 % საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 8 % უარყოფითად.
ტოკიოში ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძის ოძეკად ნათლობის რიტუალი გაიმართა. 30 წლის ქართველმა სუმოისტმა სატიტულე ფიცის დადებისას თქვა, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას, თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა სანიმუშო მებრძოლი და სხვა…
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა. ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება, სადაც ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ლიმონათს აწარმოებდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის…
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავა და ეთნიკურ სომხებს შეხვდება.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 34 ღვინო ოქროს მედლით, 46 კი ვერცხლით დაჯილდოვდა. კონკურსზე 70 დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. ღვინოები ქართველი და…
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11