საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყარო და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.
სირიის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა.
სირიის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის, მაია არსენიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში განთავსებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.
„მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. საუბარი…
თუშეთის გზაზე, მეწყრულ მონაკვეთზე არსებული მაღალი საშიშროების მიუხედავად, შპს „გერალის“ თანამშრომლები სამანქანო გზის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებენ. როგორც „რეგინფოს“ საგზაო კომპანიის წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა უთხრა, თუშეთის გზა 3 ან 5 ივნისს…
სირიის არაბთა რესპუბლიკამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს.
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის დირექტორი მამუკა აბრამიშვილი ცემეს. აბრამიშვილს ფიზიკურად 26 მაისს გაუსწორდნენ. მომხდარის შემდეგ მამუკა აბრამიშვილი სამსახურში არ გამოცხადებულა.
გვიან ღამით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ცაავების ოჯახი დააყაჩაღეს. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი ოჯახს თავს ღამის სამ საათზე დაესხა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11