საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ადამიანის მოტაცებას ითვალისწინებს, პატარძლის მოტაცების შემთხვევაში გამოყენებული არ უნდა იყოს.
კომპანიების SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სპეციალურ საიტს შექმნის. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა. მასკი ფიქრობს, საიტს Pravda დაარქვას.
ახმეტაში, გ.ჭანტურიას 11-ში, ფინკა ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდება. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასიამოვნო…
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანზე. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, იულია სკრიპალი, რომელიც მამასთან ერთად დიდ ბრიტანეთში ორი თვის წინ მოწამლეს, კამერის წინ პირველად გამოჩნდა. როგორც მან განაცხადა, ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. მისივე…
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით მომატების შესაძლებლობა არ აქვს.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცნობი ნივთიერებით მოწამლული სამი მოზარდი მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში ისინი სოფელ ურთის საჯარო სკოლიდან გადაიყვანეს. მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები სავარაუდოდ აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებით მოიწამლნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები მათემატიკაში მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 12 %-მა ვერ ჩააბარა. ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 88 %-ზე მეტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-სთვის შეფარდებული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11