weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერია. მსჯავრდებულების შეწყალება უკავშირდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ შესაძლოა ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „როსონერის“ სანქციები ე.წ. ფინანსური ფეირ-პლეის წესის დარღვევისთვის ემუქრება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სამართალდამცავებმა 1962 წელს დაბადებული ლ.გ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწერალ გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და...“ და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

გაერომ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის გამოსახულებით მარკა გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს, სინგაპურში უნდა გამართულიყო.

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვა გახდა, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია. ენგურჰესი ავარიულად 20 საათზე და 11…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი გაბუნია ძალიან კარგი ჟურნალისტია, მაგრამ ამ ბოლო დღეებში მისი გამოსვლა დიდი შეცდომა და ჩავარდნა იყო.

„ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული“, - განაცხადა ურბნისისა და რუისის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]