weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტოს, მრევლს კი მიმართავს, პროვოკაციებს არ აჰყვეს. 

ლევან გორგაძე წაუგებელ ასპარეზობას აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სუმოისტმა მაისის სუპერტურნირზე მე-12 გამარჯვება ყველა დროის საუკეთესო სუმოისტთან, იოკოზუნა ჰაკუჰოსთან მოიპოვა, ვისთანაც აქამდე გამართული 25 შეხვედრიდან ყველა წაგებული ჰქონდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გეი აქტივისტის, ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მიმართა. საია ნიკა გორგილაძის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება იგეგმება. თბილისის მერის თქმით, ეს იდეა 2018 წელს განხორციელდება. აპარატების მოვლასა და ექსპლუატაციას კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული, 59-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

„დაახლოებით 1 ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, უნებართვო საქმიანობისთვის დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 200 ლარიან სანქციას“, - ამის შესახებ თბილისის მერის…

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული.

თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნები დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოში, გერმანიის მხარდაჭერით, ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღრიცხვის შედეგად შესაძლებელი იქნება ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება და…

ტიტულოვანი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ გაწვრთნის. 58 წლის მწვრთნელმა ნეაპოლიტანურ კლუბთან 2021 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]