საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სოსო რამიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანია „RMG Gold“-ში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მთავარი ტაძრის კედელზე, მე-11 საუკუნით დათარიღებული ფრესკა დააზიანეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ქტიტორების გამოსახულებებზე წარწერა „დაღესტანი“ კირილიცაზეა შესრულებული.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე შეუჩერებლად მიიწევს წინ ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ ზედიზედ მოპოვებული 11 გამარჯვებით რანგში დაწინაურება გაინაღდა.
თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ორუჯ კულიევისა და მოკლული მაჯიტ მამედოვის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოკლულის ძმამ ბრალდებულის ნათესავს წყლით სავსე ბოთლი ესროლა.
აღიარებული ამერიკელი მწერალი ფილიპ მილტონ როთი 85 წლის ასაკში, მანჰეტენში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა.
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ქორწინების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ბუკინგემის სასახლეში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც პრინც ჩარლზის 70-ე იუბილეს ეძღვნებოდა.
ესპანეთში რეგულარული საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ლიგა ენდესას“ ხელმძღვანელობამ 2017-18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხუთ რჩეულ კალათბურთელს შორის საქართველოს ნაკრებისა და „ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელიაცაა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში 18 წლის ახალგაზრდამ ყოფილი თანაკლასელი 2017 წლის დეკემბერში მოკლა.
ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ მე-6 ტურის მატჩი სტუმრად დუშეთში, მეორეადგილოსან „დიდუბესთან“ გამართა და პრინციპულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისთვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11