საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის შენობას თურქული კომპანია „მეტრო“ გაარემონტებს, რისთვისაც დაახლოებით 500 000 ლარს დახარჯავს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს თურქი ინვესტორის საჩუქარი იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მალტასა და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში 26 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, ოთხი დებიუტანტია.
ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღში, გველების გამო სააღმზრდელო პროცესი ორშაბათამდე შეწყდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში ერთ კვირაში რამდენიმე გველი ნახეს. ბოლო შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც ეზოში ბავშვები თამაშობდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა, დავით გოგინაშვილმა განაცხადა, რომ შიდა ქართლში დამონტაჟებულმა ფერომონებმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელება ამ ეტაპზე არ დაადასტურა.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობა ამჯერადაც არავინ მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთი და იმავე გვარის ახალგაზრდების დაქორწინების გამო, გვარის უფროსები „სირცხვილის ჩამორეცხვის“ მიზნით, მათი მშობლებისგან, ორივე მათგანის მოკვლას ითხოვდნენ.
სამართალდამცავებმა თბილისში მდებარე ღამის კლუბ „გალერის“ 10 დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დადებული ლუქი მოხსნეს. კლუბი მუშაობას სავარაუდოდ კვირის ბოლომდე განაახლებს. მეორე კლუბი „ბასიანი“ კი ისევ დაკეტილია.
ყვარელში, ილიას ტბაზე „ფოლკლორის ანსამბლების მე-4 რესპუბლიკური ფესტივალის“ ფარგლებში ცეკვის დროს სცენა ჩატყდა. რამდენიმე ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, რის გამოც ანსამბლის ხელმძღვანელმა საცეკვაო ნომერი გააუქმა.
2018 წლის 1-ლი ივლისიდან ესტონეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამისთვის ხელისუფლება 13 მილიონ ევროს გამოყოფს.
ზუგდიდში, აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე შუქნიშნები მოხსნეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შუქნიშნების დემონტაჟი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი მუხის გადატანის გამო…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11