საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, რატომ მიიღო საკრებულომ და რა შემთხვევებზე გავრცელდება მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი.
დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. არასრულწლოვანს დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 10 მაისს, ტროტუარზე დაეჯახა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
გერმანიის ფეხბურთის კავშირმა (DFB) ეროვნული ნაკრების წარმოშობით თურქი წევრები, მესუთ ოზილი და ილქაი გიუნდოღანი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა და ფოტოების გადაღების გამო გააკრიტიკა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), „TCG GEMLIK“ (თურქეთის რესპუბლიკა), „BGS DRAZKI“ (ბულგარეთი) და „RS REGELE FERDINANT“ (რუმინეთი).…
საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ (РИА Новости) უკრაინული განყოფილების დირექტორი კირილ ვიშინსკი დააკავა. უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვიშინსკის დაკავების იურიდიული საფუძველი აქვთ.
ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას - არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11