საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ აიღებენ, პასპორტებს კი ფასდაკლებით − 50 აშშ დოლარად. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ბოტიჩელისა და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, რაფაელის, ლეონარდო და ვინჩისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, საბავშვო ბაღების შემოწმების შედეგად, სამზარეულოებში კრიტიკული დარღვევების აღმოჩენის გამო, 5 საბავშვო ბაღი დახურა.
19 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი 21:00-დან 01:00 საათამდე დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან-პრიზე სასტენდო სროლაში საქართველოდან მრგვალ სტენდზე მსროლელები გამოვიდნენ და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული…
იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ცნობილი სპეციალისტი რობერტო მანჩინი გაწვრთნის. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 53 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
17 მაისს, გორში „ქუჩის მუსიკოსების“ კონცერტი გაიმართება, რომელიც ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღის აღნიშვნას მიეძღვნება. Qartli.ge-ს ინფორმაციით, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბიუჯეტიდან კონცერტისთვის 12 500 ლარი გამოიყო.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ იმ 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია დაასახელა, რომლებიც ერთ თვეში, რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11