weather cur horoscope tv
მაისი 16, 2025

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და რამდენიმე ძიუდოისტი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, სანამ…

კომპანია „ქოჩკაბლომ“ ორ უკონკურენტო აუქციონზე 2 133 000 ლარად იყიდა თბილისში, საქნავთობის დასახლებაში მდებარე 31 708 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული 17 ნაგებობა. კომპანიის 80 %-ს თურქეთის მოქალაქე ისმაილ ქოჩი…

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მესამე დღეა გაფიცულები არიან. 30-მდე დასაქმებული დღიური სამუშაო დროის 12 საათამდე გაზრდას და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებს.

ქუთაისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ერთი პირი 100 ლარით დააჯარიმეს, ორი კი პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.

შვედეთის სამეფო აკადემიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს არ გაიცემა, რისი მიზეზიც სექსუალური სკანდალებია.

წალენჯიხაში იტალიელმა სპეცილისტებმა აზიურ ფაროსანას შესახებ ფერემერებისა და აგრონომებისთვის სწავლება ჩაატრეს. ყურადღება მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე გაამახვილდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. TBC Pay-ს აპარატი ერთ-ერთ მაღაზიაშია განთავსებული. ქურდები შენობაში სავარაუდოდ გამთენიისას შევიდნენ. ამ დროისთვის წაღებული თანხის ოდენობა უცნობია.

კალათბურთში საქართველოს თასის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ გახდა. ქუთაისურმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში „კაკტუსი“ ანგარიშით 67:65 დაამარცხა და გასულ წელს მოპოვებული თასი შეინარჩუნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]