საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ერევანში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას. ამ საკითხს სომხეთის პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა…
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, იაკობ ბლუაშვილს ბრალად ედება არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემა, მისი ძმა კი რძლის ცემაშია…
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს იყრის. საარჩევნო კამპანიის შესახებ ჯაფარიძე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
16 აპრილს საქართველოში ნატო-ს დღეები ოფიციალურად გაიხსნება და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში, სადაც გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის…
ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის 2017-2018 წლების გათამაშების გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონის ტიტული პრემიერ ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა, რაშიც მას თანაქალაქელი გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაეხმარა. საფრანგეთში…
ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა. „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შანხაიში გამართული ჩინეთის დიდი პრიზის რბოლა „რედ ბულის“ პილოტ დანიელ რიკარდოს ტრიუმფით დასრულდა. ავსტრალიელმა მრბოლმა გამარჯვება ბრძოლით, რამდენიმე შესანიშნავი გასწრების წყალობით მოიპოვა.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტი დაიწვა. ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათზე გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 600 კვ.მ.-მდე სასაწყობო ფართი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობს და მათ პროვოკაციად…
ამერიკის შეერთებული შატატების ფინანსთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს მომავალში აამოქმედებს. როგორც CBS News-ის ეთერში გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, ახალი სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11