საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.
დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 5 აპრილს მიიღო.
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ადგილობრივი მუსლიმების სახელით, მოხის ისტორიული მეჩეთის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს - გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა.
ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი უკვე საქართველოშია დეპორტირებული, მეორე კი, ქალაქ რიდ-ინ-იმკრაისის ციხეშია გადაყვანილი.
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ესპანელი ცენტრალური მცველი „იუვენტუსთან“ მატჩის მეორე ტაიმში სტადიონის გვირაბთან ყოფნის გამო დაისჯება, რადგან დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს UEFA-ს წესდების მიხედვით…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მუხიანში ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი ნახეს, რომელიც ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ბრალდებულის სახით, გარდაცვლილის ნათესავი, 35 წლის მამაკაცია დაკავებული.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები ევროპა ლიგაზეც გაიმართა. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე თასისთვის ბრძოლას ლონდონის „არსენალი“, მადრიდის „ატლეტიკო“, მარსელის „ოლიმპიკი“ და „ზალცბურგი“ აგრძელებენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. პროგრამა სოფლად 18-დან 40 წლამდე ახალგაზრდა…
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარია და მისი მიზანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს მტკიცებულება, რომ სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმას მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11