weather cur horoscope tv
მაისი 11, 2025

აღიარებული ჩეხი სცენარისტი და რეჟისორი, ორი ოსკარის მფლობელი მილოშ ფორმანი 81 წლის ასაკში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უორენში არსებულ საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე დანბერის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალი და დედამისი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათ სავარაუდო მკვლელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.

სს „გეს საქრუსენერგომ“ 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულა. სამუშაოები, რომელიც 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, მოიცავდა იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურისა და განმბრჯენების  შეცვლას, ასევე მარყუჟების…

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხო ზომები მიიღო და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. საქართველოს წარმომადგენელს რუსეთის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვს.

ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებით, აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის ქუჩებსა და მოედნებზე, ასევე მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება.

15 აპრილს, 15:00 საათზე, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამოფენა „ფიროსმანი და ზდანევიჩები“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიცია ქართული კულტურის სამ პერსონას –ნიკო ფიროსმანს, კირილე და ილია ზდანევიჩებს წარმოადგენს.

თბილსი–სტამბოლის რეისზე დღეს გამთენიისას 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის შეუძლოდ თვითმფრინავის დაძვრის შემდეგ გახდა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მორიგი კენჭისყრა გაიმართა და ოთხ მონაწილე გუნდს შორის ნახევარფინალური წყვილები გახდა ცნობილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]