საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლულს ბლაგვი საგნით დაზიანებები თავში აქვს მიყენებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დანიშნა. თადუმაძემ ამ თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად გადაიყვანეს.
2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. უაღრესად საინტერესო შეხვედრაში, რომელიც მადრიდში შედგა, „იუვენტუსმა“ მასპინძელი „რეალი“ დაამარცხა, თუმცა „სამეფო კლუბმა“…
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში, მდინარე ალგეთთან მდებარე რესტორნის მფლობელს, დაჯარიმების მიუხედავად, მდინარე ისევ თვითნებურად ჰქონდა ჩახერგილი. თებერვალში რესტორნის მფლობელი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა და რკინის ბადეების დემონტაჟი დაავალა.
სომხეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ბლოკის, „ელკ“-ის (გამოსავალი) წარმომადგენლებმა საკვამლე კაფსულები აანთეს, რითიც მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად შესაძლო არჩევა გააპროტესტეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთში „საპატიო კაზაკის“ წოდება ჩამოართვეს. ეს გადაწყვეტილება პეტერბურგში არსებულმა ორგანიზაცია „ირბისმა“ მიიღო. მათი განცხადებით, ტრამპმა „რუსეთის სახელმწიფო შეურაცხყო და ამის მოთმენა არ შეიძლება“.
აზერბაიჯანში, სადაც დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს.
თეთრიწყაროში, სოფელ ჩხიკვთასთან ახლოს, სატვირთო ავტომანქანას მოძრაობის დროს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. 2014 წლიდან ბეგიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11