weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არჩევითი გახდება. სამინისტროს განმარტებით, ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება – ინგლისური ენა…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრან სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა.

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართავს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სააკაშვილმა ამის შესახებ გერმანულ…

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მინდია ხ. დამნაშავედ ცნო და 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 15 მაისს, დიღმის მასივში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა,…

გასულ უქმეებზე სხვადასხვა დონეზე არაერთი სარაგბო მატჩი შედგა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მინიმალური ცვლილები მოხდა. საქაღთველოს ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხა, თუმცა მეტოქეთა შორის იმხელა სხვაობაა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასიფიკაციაში ვერაფერი შეიმატა.

ბლოქჩეინ ტექნოლოგიების კომპანია Bitfury-მ თბილისში, გლდანში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. ცენტრის ახალი მფლობელი ჩინური კომპანია Chong Sing Holdings-ია, რომელსაც აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე აქვს განთავსებული.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, კრუგერის ეროვნულ პარკში ბრაკონიერი, რომელიც ქალაქ ჰუდსპრუიტის მახლობლად ლომებზე არალეგალურად ნადირობდა, ლომებმა შეჭამეს.

მარტვილის საკრებულოში, ფრაქციისა და კომისიის გაუქმების შემდეგ, მათ ყოფილ  თავმჯდომარეებს ბიუჯეტის ხარჯით შეძენილ საწვავს აძლევდნენ. საწვავი ასევე გაიცა შვებულებაში მყოფი 7 საჯარო მოსამსახურის კერძო ავტომანქანებზე.

ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლივარის შტატის გუბერნატორის განცხადებით, სამხედრო დანაყოფმა თავდასხმა მოიგერია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]