საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ვალუტის - ბიტკოინის შეძენა გადაწყვიტა. კადიროვის განმარტებით, ეს მას დაეხმარება კრიპტოვალუტის განვითარებას დააკვირდეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტის მახლობლად თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაიტაცეს. შემთხვევა 9 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. გატაცებულს ამ დრომდე ეძებენ.
აღიარებული ისლანდიელი კინოკომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი 48 წლის ასაკში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული პირი მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს ფარულად არაერთხელ დაეუფლა.…
აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტია „მუსავატმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, პარტია მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უკანონოა და ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.
სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ downvote ღილაკს ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დამალონ მათთვის არასასურველი კომენტარი და მათ შესახებ მოსაზრება Facebook-ს გაუგზავნონ.
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა მიიღო ქართული სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში, „აია არენაზე“ ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს და პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ მე-9 წუთზე დადო. ოთხი ლელოს შემდეგ, პირველი ტაიმის…
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში, 7 ჰექტარზე ჟოლოს და მაყვლის ბაღი გააშენა. ამხანაგობა თბილისში მცხოვრები 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეწყოთ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11