weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

ევროპის ყველაზე ყურებადი არხი Euronews-ი ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში, ევროპის სხვა სამთო კურორტებთან ერთად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა.

თუშეთში, სოფელ ომალოში დაჭრილი 37 წლის მამაკაცი სამაშველო ვერტმფრენით თელავის ჰოსპიტალში გადმოჰყავთ. როგორც „რეგინფოს“ თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ უთხრა, მამაკაცი მუცლის მიდამოშია დაჭრილი და ძლიერი სისხლდენა აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის 1993 წელს სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა,…

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის…

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა. ავარია დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

6 თებერვალს, აჭარისა და გურიის რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 7:30 საათზე შეუწყდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. გაზმომარაგება დღის 3 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა. საწარმო ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას გეგმავს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთიდან ელჩი ოფიციალურად გაიწვია. სამინისტროს განცხადებით, ეს ფორმალური აქტია, ვინაიდან ელჩს 2017 წლის მარტიდან ქვეყანაში აღარ უშვებდნენ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]