საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კალაურში, ჩალაუბანში, ვაჩნაძიანსა და მუკუზანში მდებარე შუა საუკუნეებში აშენებულ ხუთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ქობულეთში, ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ 26 წლის ახალგაზრდას ეძებენ. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს ის მეგობარს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ახალგორში 16 აგვისტოს დააკავა, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მეარაყიშვილს ედავებიან, რომ თავისი განცხადებებით დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ერთიანი…
8 აგვისტოს, ჩეჩნეთში 25 წლის ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი დაიკარგა. "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბაკაევი გროზნოში დის ქორწილისთვის გაემგზავრა და მოსკოვში 9 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ქორწილის შემდეგ, გროზნოს…
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს, პოლონეთიდან, "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტიდან შევა. სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი დაბრუნება რუსული ტელეკომპანიებისთვის ცირკად არ გადააქციონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ფ.გ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი 9-10 სექტემბერს თბილისში გაიმართება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11