საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ინდოეთში 10 წლის გოგონამ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლია და სასამართლომ აბორტის გაკეთების ნებართვა არ მისცა, 17 აგვისტოს ბავშვი გააჩინა. ახალშობილი 35-ე კვირის თავზე საკეისრო კვეთით დაიბადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გორის ქალთა საფეხბურთო კლუბს „ლედი გორს“ სახელი შეუცვალეს და „სოსელო“ დაარქვეს. ეს ცვლილება უკვე აისახა სოციალურ ქსელში გუნდის სახელწოდებაზე. ჩხოროწყუს გოგონათა ნაკრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც გუნდმა „სოსელოს“ სახელით იასპარეზა.
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონას ცენტრში სატვირთო მიკროავტობუსი ხალხში შევარდა. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. პოლიცია ტერორისტული თავდასხმის ვერსიას განიხილავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის საფუძველზეც აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევა დასჯადი გახდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. „ხის ფაცერი“ ამოიღეს.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება. ეს ღონისძიება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში ხორციელდება.
ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ავტომობილში მყოფმა ადამიანებმა გადმოსვლა მოასწრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 16 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა, აცხადებს, რომ ცილისწამებაშია ბრალდებული. „ეხო კავკაზა“-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა მმართველი პარტია „ერთიანი…
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1-ლი ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 შემთხვევა გამოავლინეს. სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს - 195 ფაქტი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11