საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც 2017 წლის 11 ივლისს დასრულდა, ჩაშლილად გამოცხადდა. მასში მონაწილეობა არცერთმა მსურველმა არ მიიღო.
ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი კლუბი „სამტრედია“ სტუმრად აზერბაიჯანში ქვეყნის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლით დამარცხდა.
"ჩვენ გვჭირდება სუფთა წყალი" - ამ ლოზუნგით სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებმა ამერიკელმა ჯეფ აზიზმა გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სოფლისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესება მოითხოვა. ჯეფი ამბობს, რომ ნუკრიანელებს…
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული ურთულესი სამაშველო ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს ღირსების ორდენები გადასცა. ორდენით დაჯილდოვდნენ ეკიპაჟის მეთაური, ბესიკ გაბიანი და ეკიპაჟის წევრები ბესიკ ბაკურიძე, შალვა…
ოკაცეს კანიონი რამდენიმე დღე ვიზიტორების მიღებას ვერ შეძლებს. მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კანიონის დაკეტვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც სავარაუდოდ 3-4 დღე გაგრძელდება.
ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დადასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაში განუცხადეს.
საქართველოს სახალხო დამცველი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს არ შეუზღუდონ კარვების, დასადგამი…
სუმოისტმა ლევან გორგაძემ მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ქართველმა სეკიტორიმ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირის მე-3 ორთაბრძოლაში უმაღლესი რანგის მეტოქე, იაპონელი იოკოზუნა (დიდი ჩემპიონი) კისენოსატო დაამარცხა და კინბოში, იგივე „ოქროს…
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში პილიგრიმული სასტუმრო „სნო“ 23 ივლისს გაიხსნება. სასტუმროს მმართველი კომპანიის „ჰორეკას“ დირექტორის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, 34 ნომრიანი სასტუმრო ძირითადად სნოში მისულ მომლოცველებს მოემსახურება.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოებს იღებს, რის საფუძველზეც მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11