საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ვაზიანი – გომბორი – თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ რუსიანთან, "ნისანის" მარკის ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფოთში მეთევზეებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბათუმი-ფოთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ პალიასტომის ტბაზე თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მეთევზეები ამბობენ, რომ თევზჭერა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.…
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო. ამ ინფორმაციას კავშირი „საფარი“ ავრცელებს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის ინტერესებს…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 100-ზე მეტ საქმეზე. აქედან, 40-ზე მეტ შემთხვევაში საქმეები საჯარო მოხელეების მიერ…
სუნელ-სანელებლების 75 ნიმუშიდან ლაბორატორიულად ყველა გამოკვლეულია და დარღვევა მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოვლინდა. ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კვლევისთვის სუნელ-სანელებლები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სარეალიზაციო ობიქტებიდან იყო აღებული.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75-კმ100 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე არღუნი კალაპოტიდან გადმოვიდა და დახლოებით 400 მეტრი სიგრძის გზა წაიღო.…
აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ და გაძარცვეს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელებმა დანით დაჭრეს რუსეთის ერთი მოქალაქე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. ის კახა კალაძეს შეცვლის, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა. როგორც ელისაშვილმა წარდგენისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის ხელისუფლება შეიცვლება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11