საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს პატიმრობა 50 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ სირაძემ განაცხადა, რომ მისი საქმე გაყალბებულია და სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.
თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-დან 25 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი დაშავდა. ერთ-ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აზერბაიჯანმა რუსეთისაგან თანამედროვე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მორიგი პარტია შეიძინა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო აღჭურვილობა მრავალგზის გააძლიერებს ფრონტზე დისლოცირებული ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს.
2 წელზე მეტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაბურულმინებიანი ავტომობილით გადაადგილდება. „რეგინფოს“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას არაერთხელ მიუთითეს, რომ დაბურვა მოეცილებინა ან მინები გამოეცვალა, თუმცა არ აჯარიმებენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დააბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 1-დან 12 ივლისის…
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ საშინაო მარცხი პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის მე-16 ტურში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე „ნორჩ დინამოსთან“ წააგო და ცხრილში…
ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა სეკიტორიმ, ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ნაგოიაში დაწყებული წლის მე-4 სუპერტურნირი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო - ქართველმა სუმოისტმა ოძეკი (რანგით მეორე სუმოისტი) გოეიდო დაამარცხა.
ქართველმა მოჭიდავეებმა პოლონეთში გამართული ზიოლკოვსკისა და პიტლასინსკის სახელობის ღია პირველობა 10 მედლით ჩაამთავრეს. 8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა თითქმის…
რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში - East of the West, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.
ფოთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაზარალებულების თქმით, სავაჭრო ცენტრში ღამით ელექტროენერგია გათიშული იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11