საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული 2016 წლის ოქტომბერში, პრიზის ოპერაში, "სამსონი და დალილას" ოპერიდან დალილას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.…
ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან 55 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში სანდრო ახმეტელის სახელობის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება. ფესტივალი 29 ივნისს, სოფელ ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში გაიხსნა და 2 ივლისს დასრულდება.
პოლონეთში გამართული ევროპის 21-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის რიგით მე-11 გათამაშების ფინალში ერთმანეთს გერმანიისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება შტეფან კუნცის გაწვრთნილმა გერმანელმა 21-წლამდელებმა შეძლეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული, ყველაზე ცოტა კი კახეთის რეგიონში.
ლიონელ მესის ქორწილი არგენტინაში, ფეხბურთის სუპერვარსკვლავისა და მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიმართა.
კვარიათში მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში გადავარდა. შემთხვევა 30 ივნისს, ღამით მოხდა. მაშველებმა მგზავრების ავტომანქანიდან ამოყვანა მოახერხეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქართველი ფეხბურთელი ნიკა ქუთათელაძე „პარი სენ-ჟერმენის“ 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. 16 წლის თავდამსხმელმა პარიზულ კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და დამდეგ სეზონში საფრანგეთის 17-წლამდელთა ჩემპიონატში მოუწევს თამაში, რომლის მოქმედი ჩემპიონი სწორედ…
თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი. Wi-Fi სიგნალი 40-50 მეტრის რადიუსში ვრცელდება და 1 მეგაბიტ/წამამდე ინტერნეტი ყველასთვის ღია და უფასოა.
მსოფლიოს N1 ჩოგბურთელი ქალი სერენა უილიამსი Vanity Fair-ის აგვისტოს თვის გარეკნის მოდელია. ექვსი თვის ორსული სპორტსმენის ფოტოები ლეგენდად ქცეულმა ფოტოგრაფმა ენი ლებოვიცმა ექსკლუზიურად პოპულარული ამერიკული ჟურნალისთვის გადაიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11