საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმები, ექთნები და სანიტრები შესაძლოა გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი ის არის, კომპანია 1–ლი ივლისიდან თანამშრომლებს ხელფასს 30%–ით უმცირებს. კომპანიის ხელმძღვანელებმა თანამშრომლები გუშინ გააფრთხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა…
თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად აზერბაიჯანული კომპანია „AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC“ გამოცხადდა, რომელიც ქალაქ ბაქოშია რეგისტრირებული. ტენდერის პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 23 792 513…
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავს სურკოვი ჩავა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. 3 ივლისს, სოხუმში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებას განიხილავენ.
გერმანიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გერმანიაში ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას და მათთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 393 დეპუტატმა მისცა, 226 წინააღმდეგ წავიდა, ოთხმა კი…
დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით და აქვს…
ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და ბიალიშტოკის „იაგელონიას“ მატჩის დაწყებამდე ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. მაიკ პენსი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ისინი საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მოინახულებენ.
UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებში სამივე ქართულმა საფეხბურთო კლუბმა მარცხი განიცადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11