weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის კონგოს რესპულიკაში დატყვევების გამო. სამსახურის განცხადებით, ქვეყნისთვის და უწყებისთვის ძვირფასია თითოეული ვეტერანი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს კახეთში, სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულონ და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას. პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლებას მიმართა, დასეტყვილი სოფლები…

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს. Qartli.ge – ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დედა-შვილი ჯერ ცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

სიღნაღის რაიონში სოფლები ვაქირი, საქობო, მაშნაარი და ანაგა დაისეტყვა. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციით, განადგურებულია ხორბლის და მზესუმზირის ყანები, ვენახები, ბოსტნეული და ხეხილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან მჭედლიძე შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ გუნდში გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, სერია B-ში დაქვეითებულ „ემპოლის“ 27 წლის ფორვარდს სერია A-ში მოთამაშე „ბოლონია“ ეპატიჟება.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში თეოდორა კახიანმა ხმლით ასპარეზობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი…

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2017 წლის ჩემპიონი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ გახდა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა გასული წლის ჩემპიონ კლივლენდის „კავალიერსს“ ოკლენდში ფინალური პლეი-ოფის მეხუთე შეხვედრა 129:120 მოუგო და საერთო ანგარიშით 4:1…

24 ივნისს, ნატახტარის აეროდრომზე პირველი ქართული მასშტაბური ავიაშოუ Fly Fest Georgia გაიმართება, რომელშიც ქართველი და ევროპელი მფრინავები მიიღებენ მონაწილეობას.

2017 წლის ივლისიდან თუშეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი „მიცუბიშის“ მარკის 2 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ნარჩენებს თუშეთის სოფლებიდან კვირაში ერთხელ გაიტანენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]