საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რვა პირია ბრალდებული. ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ავტომანქანას, რომლითაც სასულიერო პირი მგზავრობდა, მძღოლი მართავდა.
ფინეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხზე მსჯელობენ. ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების წინადადებით ოპოზიციური პარტია „ეროვნული კოალიცია“ გამოვიდა. პარტიის ლიდერებისთვის მიუღებელია ვითარება, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იტანჯებიან ომით, ხოლო რუსეთის მოქალაქეები…
უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
გურდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები გუდაურში გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან. ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ უსამძიმრებენ სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს.
რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ფრენასთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან ფრენა საერთოდ აიკრძალოს. მისი თქმით, „თითქმის კვირა არ გავა“ ისე, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა…
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ასევე გარდაცვლილია უცხოელი ტურისტიც.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11