საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სომხეთში 40 000-მდე რუსეთის მოქალაქე დასახლდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, არმენ ღაზარიანმა განუცხადა.
„ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ“, – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის 48 წარმომადგენელი.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა, საიდანაც ოთხს კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი უხელმძრვანელებს.
„ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება. ამ საკითხზე კომენტარი მან დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა და პარლამენტის უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე მიმართვა.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს, 27 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გასაღები დეპოლარიზაციის დასრულებაშია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააკრიტიკა ნავთობისა და გაზის კომპანიები, რომლებიც შექმნილი ენერგეტიკული კრიზისით მდიდრდებიან. გუტერეშმა მათ პოლიტიკას „გროტესკული სიხარბის“ გამოვლინება უწოდა.
„იმ კონტექსტში როდესაც შემოდგომაზე მთელი სამყარო ელოდება რეცესიას, ნებისმიერი რაღაც პატარა ეკონომიკური შესაძლებლობა, ჩემი აზრით, ახლა უნდა გამოვიყენოთ. მე არ მსმენია არცერთი პრობლემის შესახებ, რომელიც ამ ტურისტებმა შექმნეს“, – განაცხადა…
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ ჰარუთუნიანმა დღეიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე იქნა მიღებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11