weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და 2026 წლამდე საჯარო მოხელეთა ხელფასების ყოველწლიური ზრდა დააანონსა. მისი თქმით, ხელფასები ყოველ წელს მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. დღეიდან, პირველი აგვისტოდან ლტოლვილებს სასტუმროების დატოვება მოუწიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის შესრულების დროს ჩამოვარდნილი, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, საბჭოთა წარმოების „მი-8“ ტექნიკურად გაუმართავი იყო.

„სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, – განაცხადა…

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დღეს, ქადაგების დროს ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და საპრეზიდენტო არჩვენებში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემისთვის ბოდიში მოიხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, მის მოქალაქეებზე კი ტურისტული ვიზების გაცემა აკრძალოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხოცვა-ჟლეტის მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე დაგმობა საკმარისი არ არის.

მარნეულში, საცხოვრებელი სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს ორი შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 31 ივლისს, დილის საათებში მოხდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადების გავრცელებას აპირებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 8 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]