საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მარხვასთან და ზიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 49 334 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4563 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4744 ინფიცირებული, 77 კი გარდაიცვალა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მხარეებს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იციან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც ხელისუფლება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანს.
„მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ემსახურება არა მართლმდაჯულების ინტერესს, არამედ კონკრეტული ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პროკურორმა…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მორიგი საპროტესტო აქცია 11 ნოემბერს, 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დაანონსა. მელიას თქმით, აქციები გაიმართება ყოველდღე, სანამ „რეჟიმი არ გატყდება“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება, თუმცა მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელი სხდომა ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სასამართლომ არ…
„მიდი“, „ბოლომდე“, „მაგარი ხარ, მაგარი“ - ამ შეძახილებით ამხნევებდნენ კლდის ძირში შეკრებილი გულშემატკივრები მიხეილ ხერგიანის მემორიალის მონაწილეებს. პანდემიის გამო გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიაში, პირველად გაიმართა ოთხდღიანი ტურნირი მეკლდეურობაში, რომლის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11