საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია ევროკავშირში გაწევრიანებისგან ისე შორს არის, როგორც არასდროს. როგორც მან თქვა, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს დადებულ პირობებსა და აღებულ ვალდებულებებს, რასაც, მისი აზრით, ევროკავშირის…
„ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ გუშინ, დაახლოებით 10-კაციან თათბირზე პარტია „დროას“ დამფუძნებლის, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი იქნა განხილული.
გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის მოტყუებით გამოყვანაში ციხის დირექტორიც იყო ჩართული.…
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, რომ ხვალ, 10 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ.
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინით აცრა დაშვებული გახდა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე გაგრძელდება.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 52 033 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 6021 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3792 ინფიცირებული, 75 კი გარდაიცვალა.
გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გუშინ, მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ქართველი დიპლომატი, პედაგოგი და მწერალი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11