საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის ციხის პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, ცალსახად ფსიქოლოგიური ზეწოლაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს და მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან აქციის გამართვაზე უარის შესახებ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. როგორც სააკაშვილი ამბობს, უთხრეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მიჰყავდათ.
მიხეილ სააკაშვილი თქმით, მოატყუეს, რომ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ამის შესახებ მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უთხრა, რომელმაც გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმაურება. მათი განცხადებით, იმედგაცრუებულნი არიან სააკაშვილის გადაყვანისა და იმის გამო, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ…
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეასახლეს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამკურნალო დაწესებულება) გადაიყვანეს, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღეს, თავისუფლების მოედანზე დაიწყო, არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მისი თავისუფლება და ვიდრე ხელისუფლება…
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს.
გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საათი იცდიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11