weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

„არჩევნებამდე ბოლო კვირაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის პარტიის ოფისის გარეთ დაპირისპირებასა და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, თუმცა ზეწოლისა და დაშინების შესახებ გამოთქმული,…

„მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“, – აცხადებს არჩევნების მეორე ტურის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ადგილობვრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ საარჩევნო მობილიზების საქმეში წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი „ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალური, არალეგიტიმური მეთოდების…

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, წალენჯიხაში ამომრჩეველმა პოლიტიკური კულტურა გამოავლინა და სისტემას საკუთარი ნება დაუპირისპირა. ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც მერის არჩევნებში გამარჯვება შეძლო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები დათვალა. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ,…

„ლეჩხუმის მოსახლეობამ გუშინ გააკეთა არჩევანი. ეს არჩევანი პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და თანამებრძოლებისთვის არის მისაღები, მისაღები იმ კუთხით, რომ ამომრჩევლის არჩევანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ეს არის პირადად ჩემი დამოკიდებულება…

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა…

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეიკრიბებიან და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მელიამ აქცია „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა.

ქუთაისის საკრებულოს არჩეული წევრის, ელეონორა არჩაიას ავტომობილს მინა ჩაუმტვრიეს. არჩაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა. მისი თქმით, ცესკო მეორე ტურის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]