საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას გამარჯვების ტენდენცია გამოკვეთილია, თუმცა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დარჩენილ საათებში ამომრჩევლის აქტივობაა საჭირო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 31.82% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 664 573 ადამიანმა მისცა. არჩევნების პირველ ტურში, 15:00 საათზე აქტივობა…
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნაძალადევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. კორძაიას თქმით, მოქალაქე ხმის მისაცემად ორი პირადობის მოწმობით მივიდა,…
N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსიაც, რომლებიც იქ დამკვირვებლის სტატუსით…
ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობებს ართმევს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ამის მტკიცებულება გააჩნია და პროკურატურას მიმართავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 358 782 ამომრჩეველი მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 17.72% იყო.
„ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 55 815 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4610 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2624 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11