weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ზუგდიდში, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის ორგანიზებას ცდილობს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, ასეთი საარჩევნო დარღვევა ზუგდიდს 81-ე და 84-ე…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს. სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს, რომ „მისი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია მათ აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც მათ ამერიკის ხმას განუცხადეს, ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მის თანაგუნდელებს გუშინ ტყუილი არ უთქვამთ. როგორც კუჭავა ამბობს, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ სააკაშვილი საქართველოში იქნებოდა და გავრცელებული ვიდეოც…

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს ჯამში 2068 წევრს (პროპორციული და მაჟორიტარული წესით) და 64 მერს ირჩევენ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს, რადგან არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს კამერების წინ აპატიმრებენ, „თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და…

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე დაკავებამდე გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება თბილისში მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბერი, „ბიძინაობა“ მიულოცა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]