weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს რადიკალები და „ქვეყანაში უბინძურესი ადამიანები“ უწოდა. მან ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა…

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება მან Twitter-ზე გაავრცელა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ეუბნებიან, რომ 3 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს დაუბრუნებენ.

„იცის, რომ ის თვითმფრინავი, რომელშიც იგი იჯდება, არავინ იცის, რომელ აეროპორტში დაჯდება - იქნება ეს თბლისის საერთაშორისო აეროპორტი, თუ რომელიმე სხვა, მაგრამ მოდის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთვის გამბედაობას ვერ მოიკრეფს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „თავად იციან, რომ ამ არჩევნებს წააგებენ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მას აუცილებლად დააკავებენ. ღარიბაშვილის თქმით, კანონის უზენაესობა ყველას თანაბრად უნდა შეეხოს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 32 522 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1929 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 33 პაციენტი, 1914 კი გამოჯანმრთელდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები შეისწავლა და სამართალდარღვევა არ დაადგინა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბიძინაშვილის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში დღეს დაგეგმილი აქცია საპოლიციო ძალების მობილიზაციის გამო გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შულავერში ავტობუსებითაც მიიყვანეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]