weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში, 18:00 საათის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 43% აიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ყველაზე დიდ საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო. დეკანოიძის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ დავალებით მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) N22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, 48-ე და მე-14 უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ორივე უბანზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები დააფიქსირეს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე გააკეთა კომენტარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ რამდენიმე საათია საცობში არიან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათ შორის ისინიც არიან, ვინც ხმის მისაცემად დასავლეთიდან თბილისში მიდიან,…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქრთული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით იმარჯვებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა.

„მან თქვა, რომ ის შემოვიდა ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად“, – განცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ რუსთავის ციხეში…

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 33.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 160 413 ამომრჩეველი დაფიქსირდა.

ქუთაისში, 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ ნაწილობრივ შეავსეს. ოქმის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მისი არსებობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც დაადასტურა. ოქმს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, კომისიის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]