weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

ქალაქ ქუთაისის მერის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. ამ დროისთვის [10:35 საათი] ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქუთაისის 124 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 54 (43.55%) უბნის შედეგები აქვს გამოქვეყნებული.

რუსთავის მერის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ამომრჩეველთა ხმების 44.92% (13 116 ხმა) აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს – 43.81% (12 791 ხმა). ამ…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 47.75%-მა დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის [9:54] ცესკოს 3743 უბნიდან მხოლოდ 2332 უბნის (62.3%) შედეგები აქვს დათვლილი.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1 815 776-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. არჩევნების შედეგები სპეციალურ…

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით პარტიებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც 18:00 საათის მონაცემებს ასახავს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული ხმების ნაწილში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 46% აიღო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არჩევნები პირწმინდად წააგო. ეს განცხადება მან „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მისი თქმით, ეს მერვე გამარჯვებაა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც 18:00 საათის მონაცემებს ასახავს, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 51.3% აიღო, დანარჩენი კანდიდატების შედეგები კი ასეთია:

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით და კომპანია „იპსოსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]