საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კოვიდინფიცირებულია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. გუშინ, 2 სექტემბერს გარდაცვალების 81 შემთხვევა იყო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების მიერ სულ 16 კანდიდატია წარდგენილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კუჭავამ ზესტაფონში, მერობის კანდიდატის წარდგენისას ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ექიმი, Facebook-ში პოპულარული სამედიცინო ჯგუფის – „მედგიდის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე იქნება.
„ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!“,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ ლატვიისგან 50 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საჩუქრად მიღებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნადი არ არის.
თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 47 წლის ქალი, რომელმაც ორი კვირის წინ, ქუთაისის კლინიკაში ტყუპები გააჩინა.
„ეს არის ფარსი და სიყალბე“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე) ხელის მოწერა.
ჭიათურაში, მერობის კანდიდატის წარგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩვეულებისამებრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლამდე ერთ გზას სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ, თითქოს ახალი გზა იყო, ახლა კი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11