საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს აღარ აღარ ჩატარდება. მწერალთა სახლის ინფორმაციით, საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან დღეისთვის კონკურსიდან მოხსნილია 94 წიგნი.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქაჯაია ფინალური ორთაბრძოლაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ მიხაინ ლოპესთან დამარცხდა.
„ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ჩემი მხრიდან ზედმეტია. კარგი იქნება, რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც…
ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ „ავადმყოფური ბოდვა“ უწოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ მასალებს, რომლებიც, გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეების უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ადასტურებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი იქნება. მისი ხელმძღვანელობის პირობებში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.
20 661 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.01%-ია, ბოლო ორი კვირის – 7.08%, ბოლო კვირის კი – 7.68%.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიების მხრიდან…
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებას მოახდენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ერთი კილოგრამი რქაწითელი 90 თეთრი ეღირება, საიდანაც ღვინის კომპანიებს, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ, სახელმწიფო 35 თეთრს გადაუხდის.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან, 2 აგვისტოდან დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაწვეულ უნდა იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11