საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 წლის ქალის მოტაცების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების სამწუხარო ანტირეკორდი – 4827 ახალი შემთხვევა – დაფიქსირდა. იმნაძის თქმით, თავად მკაცირი შეზღუდვების დაწესების მომხრეა, თუმცა იმისთვის,…
2021 წელს საქრთველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჯერჯერობით არ იგეგმება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომლებიც მოქმედი და დაწესებულია. მთავარია, აღსრულდეს ის, რაც უკვე მოქმედია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
კორონავირუსით ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევიდან 2297 თბილისში დადასტურდა, ხოლო საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია.
დღეს, 3 აგვისტოს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 43 932 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დასახელებულ 10 კანდიდატს შორის არცერთი არ არის ქალი.
„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო“, – ასე იწყება ღია წერილი, რომელშიც პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და მათი თანამოაზრეები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავენ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა. სუს-ში მიაჩნიათ, რომ მედიასაშუალება სახელმწიფო უწყების დისკრედიტირებას ცდილობს, რაც „ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, ანტისახელმწიფოებრივ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11