weather cur horoscope tv
მაისი 06, 2025

თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან…

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტში შესაძლებელი იქნება მესამე გენდერის მითითება, რომელიც სავარაუდოდ X-ით აღინიშნება. ამასთან, პასპორტის მიღების მსურველებს უკვე აქვთ უფლება, თავად აირჩიონ მდედრობითი (F) ან მამრობითი (M) სქესის აღნიშვნა…

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა.

სამართალდამცველებმა, წყლის დაბინძურების ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული რ.შ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა. 

„ღირსების მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და „თბილისი პრაიდის“ (Tbilisi Pride) ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ეხმაურება მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადებას, რომლითაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორები „თბილისი პრაიდის“ კვირეულს გაემიჯნენ. მათი აზრით, კვირეულის…

თელავის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები 39 წლის ხაიალა ხუბანოვა დამნაშავედ ცნო თანასოფლელი მამაკაცის განზრახ მკვლელობაში და 8 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ის ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს. „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა,…

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 28 190 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა იყო, გუშინწინ – 1010.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტირებულ კიდევ 30-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ისინი საგამოცდო ცენტრებში ვერ გამოცხადდნენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ამ აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ პროკურატურაში განუცხადეს, მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.  

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com