weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ძამის ხეობაში, სოფელ წითელსოფელში სახელმწიფო მიწების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა სავალალო ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველოში ლგბტი ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 7 წლის ბავშვიც არის. მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით, რა არის ჩვენი მთავარი…

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების…

სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა დღეს ადგილი ხუთჯერ გამოიცვალეს, თუმცა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მათ ყველგან რამდენიმე წუთში აგნებდნენ.

საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო კანონმდებლობაში რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნების შემოღებაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ საზოგადოებრივ მოძრაობასთან – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კომუნიკაციას წყვეტს. ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება დღეს, თბილისში, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა ძალადობრივი ქმედებების შემდეგ გაავრცელა.

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. სამართალდამცველებმა ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]