weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2025

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ ყველა ბავშვზე და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა სასამართლოს დაევალდებულებინა ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მყოფი ყველა ბავშვი…

ასპინძის უნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა და კახეთიდან ჩასულ მწყემსებს სოფლის გავლით მთაში საქონლის გადარეკვის საშუალებას არ აძლევს.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს სამუშაო ადგილთან წვდომა უნდა ჰქონდეთ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაცული იყოს.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში „ქართული ოცნების“ დეპუტატები – შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი მივიდნენ. როგორც მათ განაცხადეს, მათი მიზანია, ხელი შეუწყონ შექმნილი სტრესული გარემოს განმუხტვას, რათა სოციალურ მუშაკებს მუშაობის საშუალება მიეცეთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა აბაშიძე აცხადებს, მეუფე სპირიდონს…

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც 26-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილბენ, თბილისში სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქცია ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში გაიმართება.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელია, ცდილობს ხელის შეუშალოს სოციალურ მუშაკებს აღსაზრდელების პანსიონიდან გაყვანაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო“ (IRCT) ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შესაძლო დანაშაულები გამოიძიოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]