საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილის, 29 წლის ირაკლი მუკბანიანის ძმა, ბესიკ მუკბანიანი აცხადებს, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა და დაკავების დროს ორი ადამიანი დაჭრა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც რიგითმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს პასუხი კითხვაზე – რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილე - 1992 წელს დაბადებული ი. მ. დააკავეს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა. ორგანიზაციის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და…
ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს, რომელიც სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყო.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
სოციალურად დაუცველი ბავშვები პირველი ივლისიდან სახელმწიფოსგან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
დღეიდან, პირველი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა დასჭირდებათ. მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის 3.3 მილიონი აბონენტი სარგებლობდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11