საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის განცხადებით, ვანის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ ხმელიძის განცხადებას, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებთან მიმართებაში პოლიცია უკანონო ბრძანებებს იღებს, დადასტურება სჭირდება.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობის დაკავებული წევრის, ირაკლი მუკბანიანის მხარდასაჭერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება. როგორც გოლეთიანი ამბობს, მუკბანიანი პროვოკაციის მსხვერპლია.
„ჩვენ ვცდილობთ მათთვის შეხვედრების ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ მათი დახმარება, რათა პრობლემები გადაიჭრას. ჩვენი როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი. სხვა ინტერესი აშშ-ს არ აქვს,…
„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში მიდის პროტესტი და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, სრულ პატივისცემას, მხარდაჭერას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს.…
სოფელ შუქრუთში მცხოვრები ვერა კუპატაძე, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეა, მის მიმართ მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ტელეფონით უცნობი პირი დაუკავშირდა და ოჯახის წევრის…
ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია „მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრმა ეიდი ჰაუტალამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მხარდამჭერი მორიგი განცხადება გააკეთა.
„თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდორანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ღარიბაშვილმა და ერდოღანმა განცხადებები გააკეთეს.
ზურაბ ხმელიძე, რომელიც ამბობს, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია, სოლიდარობას უცხადებს ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს. როგორც მან ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11