საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი გელათის ტაძარში არსებულ ხარაჩოზე დაუკითხავად ავიდა. მინისტრი ყველას მოუწოდებს, „დაუკითხავად ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე, იმიტომ, რომ ეს…
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სისტემები აამოქმედა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელია მხილებული.
საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 032 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1562.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაიხსნა. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აბანოს უღელტეხილზე პირველი ავტომობილი გუშინ გადავიდა.
პოლიციამ ქუთაისში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ხ. დააკავა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილზე ვითარებას სააგენტოს და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში დღეს განმეორებით მივიდნენ, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ უკვე მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11