საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დმანისის პოლიციასთან ადგილობრივების ნაწილია შეკრებილი და გუშინ, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან შემსუბუქდება, თუმცა გამკაცრდება მის დაცვაზე კონტროლი. ამის შესახებ საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისის ცენტრში გუშინ მომხდარი ჯგუფური ძალადობის მონაწილეები იდენტიფიცირებული არიან. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და დააკავეს თუ არა ვინმე.
დმანისში, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის დაძაბულობაა. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჯოხებით, ხელკეტებითა და თოხებით შეიარაღებული მოქალაქეები ჩანან. ისინი ერთმანეთის მიმართულებით ქვებს ისვრიან და სამართალდამცველთა კორდონის გარღვევას…
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება „შექმნილი პოლიტიკური ვითარების“ გამო მიიღო.
მთავრობის მიერ მიღებული ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან ტყეში საშეშე და სამასალე მერქანს მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები დაამზადებენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. საქმიან ეზოებში, საიდანაც მათი რეალიზაცია…
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილი სარწყავ არხში გადავარდა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი და ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩნენ.
სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ქადაგებისას შეურაცხყოფა მიაყენა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და კიდევ ერთხელ გააკეთა დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ტრასფობიური განცხადებები. მისი თქმით, „არავის საქმე არ არის ეკლესიის საქმეში ცხვირის ჩაყოფა“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, მაისსა და ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ.
„იმდენ თანხას ვაძლეთ, რომ შეუძლიათ გვერდზე სოფელში 2 ან 3 სახლი იყიდონ, მაგრამ უნდათ, შუქრუთში ზიანის ფულს რომ აიღებენ, სახლი სადმე ბარნოვზე, წყნეთში და ასეთ ადგილებში იყიდონ. სახლი წყნეთში თუ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11