weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2025

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ჩატარებული 44 278 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 1390 შემთხვევა იყო.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებაზე აქტიურად მსჯელობენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე ალან ჯაფარიძე, რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 10 იანვარს დააკავეს და პირობითი მსჯავრი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ გურიაში განაცხადა, სადაც საპილოტე პროექტის განხორციელება დასრულდა.

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28.3 მილიონამდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 4 მარტს მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 38 468 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.61%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 5.35%-ია, ხოლო 7 დღის – 4.40%.

რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციამ გუმათის ბლოკპოსტის გადაკვეთის უფლება არ მისცა. მათ დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია თამარობას აღნიშნავს, სოფელ ოფურჩხეთში მდებარე წმინდა მეფე თამარის სახელობის ეკლესიაში წირვაზე…

მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, კომერციული მიზნით არამერქნული ტყის პროდუქტების, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, ქაცვი, წაბლი, კვრინჩხი და სხვა, მოპოვებაზე მოსაკრებელი წესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]