საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის განაცხადებით, ქალმა მათ დაწესებულებას 19 აპრილს მიმართა და ის 30-ე კვირის ორსული იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე ხშირი კითხვა, რასაც მოქალაქეები კორონავირუსზე აცრის შემდეგ სვამენ, არის ის, თუ როდის შეეძლებათ ალკოჰოლის მიღება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ, „კოვიდ 19“-ით დაახლოებით 300 ადამიანი დაინფიცირდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ექსპერტი ჩამოვა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დაპირისპირება მოხდა. დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, რომელიც რეზიდენციაში სტუმრად იმყოფებოდა, გუშინ, 6 მაისს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველის, მეუფე სვიმეონის (ცაკაშვილი) შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
8 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება და 12 მაისს დასრულდება. ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასო იქნება. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ხუთი აფთიაქი გამოავლინეს, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
ლატვიამ ოსმალეთის იმპერიაში, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი აღიარა. შესაბამისი დეკლარაცია ქვეყნის სეიმმა (პარლამენტმა) 6 მაისს მიიღო.
ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში მხარეებს შორის შუამავალი ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე იქნება.
„ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში წამახალისებელი ღონისძიებების ეფექტურობას და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ, თუმცა, იქნება ეს 25 ლარი, ევრო თუ რაიმე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამასთან დაკავშირებით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11