weather cur horoscope tv
მაისი 01, 2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ე.წ. კოვიდ-უსაფრთხო კომპანიებად ჩაითვლება.

მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის გაფართოვების საკითხზე იმსჯელა. ვაქცინაციის პროცესში ახალ პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები განისაზღვრნენ.

თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია - „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში ამ ვაქცინით ვაცინაციის პროცესი დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა (SAGE) კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასების წარმოდგენას მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს.

დღეიდან, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. დედაქალაქში გაჩერებულია როგორც მუნიციპალური ავტობუსები, ისე მეტრო და ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.

მესტიაში ტურისტი დაიღუპა

ორშაბათი, 03 მაისი 2021 12:46

მესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა ამოასვენეს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 7476 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 2 მაისს ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ, პირველ მაისს – 1147.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]